Business administration and management#1-2

ეკონომიკის სტუდენტებს გთავაზობთ ერთწლიან ან 6–თვიან (სურვილის მიხედვით) ანაზღაურებად (990 ევრო თვეში) შრომით პრაქტიკას გერმანიაში, ბავარიის მხარეში (მიუნხენი და მისი შემოგარენი) McDonalds Heinritzi - ში. http://gdf-ev.ge/index.php…
ანაზღაურება – 990 ევრო თვეში. (აქედან ხარჯების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ეკონომიკის სტუდენტებს, მინიმუმ მესამე კურსიდან (ბაკალავრი ან მაგისტრი) და აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე.
პროგრამა ფუნქციონირებს საქართველოში მხოლოდ ჩვენი (კავშირი ქართულ–გერმანული თანამეგობრობა) პარტნიორობით. ამ დროისათვის ამ პროგრამით ბავარიის მხარეში იმყოფება 30 ჩვენი სტუდენტი. პირველმა ნაკადმა დაასრულა ერთი წელი ოქტომბერში. პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად იღებთ ევროპისა და მისი კულტურის ახლოს გაცნობის, მოგზაურობის შესაძლებლობას, დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილებას.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მენეჯმენტში და მუშაობას მაკდონალდსის რესტორანში. სამუშაო პერიოდი – 40 საათი კვირაში.
თავისუფალი დრო: 2 დასვენების დღე კვირაში, 5 კვირა წელიწადში (იმავე ანაზღაურებადით შვებულება, ანუ ბინა კომუნალურებით თქვენს განკარგულებაშია)
შეგიძლიათ შვებულების გარდა, კვირაში დამატებითი საათების ხარჯზე დააგროვოთ დასვენების დღეები გადაბმულად.
ხელფასი 990 ევრო თვეში. აქედან სუფთად ასაღები თანხა 500 ევრო თვეში. ჯამურ თანხას აკლდება:
230 ევრო თვეში – ბინა სასტუმროში ან საერთო საცხოვრებელში.
(თავიდანვე გახვედრებენ უფასოდ. თანხა ჩამოგეჭრებათ მხოლოდ თვის ბოლოს დარიცხული ხელფასიდან. ბინაში შედის ორსაწოლიანი ოთახი ავეჯით კეთილმოწყობილი ერთად მყოფი ორი მეგობრისთვის, სამზარეულო და დამატებითი საერთო ფართი 6 პერსონისთვის, კომუნალური გადასახადები)
180 ევრო თვეში – კვება რესტორანში შეზღუდვის გარეშე
(მინიმუმ 9 ევრო დღეში, 5 დღე კვირაში = 180 ევრო თვეში)
80 ევრო თვეში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა
ტრანსპორტის საჭიროება არ არის, რადგან ბინა მდებარეობს სამსახურთან ახლოს.
ჩასვლისას მენეჯერი დაგხვდებათ აეროპორტში და თვითონვე წაგიყვანთ ბინაში, დაგათვარიელებინებთ გარემოს, შემდეგ დღეებში მოგაგვარებინებთ საბინაო ჩაწერას, საგადასახადოსა და ბანკში რეგისტრაციასა და სხვა ფორმალობებს.