PR Club

პიარ კლუბი არის არაკომერციული, ნებაყოფლობითი გაერთიანება. ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული ინდივიდების ძალებით. კლუბის წევრობა შუძლიათ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პიარ, მარკეტინ, ბრენდ, ივენთ, რეკლამის მენეჯერებს, ანუ ყველას, ვინ კომუნიკაციის სფეროში მოღვაწეობს. კლუბი არის დახურული და მისი წევრობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფიელბდეს კლუბის წევრობის კრიტერიუმებს.
კლუბის ფასეულობა ეფუძნება ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს, რომელიც ობიექტურად დაიცავს ქვეყანაში პიარის განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებს. ურთიერთთანამშრომლობა გამოიწვევს მხარეების უფრო აქტიურ ჩართულობას პიარის გარემოში შესაძლო პრობლემების განსასაზღვრად და მათი ერთობლივი მოგვარების მიზნით, რაც პოზიტიურად აისახება სფეროს განვითარებაზე და წინსვლაზე.