AHMET ÖZKAN (MELAŞVİLİ) - აჰმეთ ოზქან (მელაშვილი)

Gürcülerin Çavçavadze'si

1980'in 5 Temmuz'unda, Bursa'da faşist cinayetlerden biri işlendi; Melaşvili öldürüldü. Bursa'ya geldiğimde oğlu, arkadaşım İberya, Bursa Tıp Fakültesi Hastahanesi'nin yoğun bakım ünitesinde yatıyordu. 1907 yılında, Gürcüstan'da bir cinayet işlendi; Gürcüstan halkının önderi İlia Çavçavadze, Çarlık Rejimi'nin gizli polisi tarafından katledildi. Bunlar arasında ne ilişki mi var? Öncelikle, her ikisi de farklı zamanlarda işlenmiş "faili meçhul" cinayetlerdendi. Türkolog Lia Hanım, O'na, sağlığında, "Sen Türkiye Gürcüleri'nin Çavçavadzesi'sin!" diyordu. Şimdi ise, "Yazık ki ölümü de O'nun gibi oldu" diyor.

Melaşvili, 1922'de, Balıkesir'de doğdu. Dedeleri, '93 Harbi' sonrası Artvin'den göçetmişlerdi. Orta öğrenimini Bandırma ve Balıkesir'de yaptı. 1943'te İzmir İnönü Lisesi'ni bitirdi. 1944'te girdiği İstanbul Teknik Üniversitesi Mimarlık Fakültesi'nden 1962'de mezun olabildi. 1955'te Hayriye köylü Yüksel Ergün'le evlendi. Hayriye Köyü Turizm ve Tanıtma Derneği'ni kurdu. 1963'te kooperatif kurulmasına önderlik etti. 1975 ve 1977'de eşiyle birlikte Gürcüstan'a gitti. Uzun yıllar TMMOB Mimarlar Odası Bursa İl temsilciliğini yaptı. Aynı zamanda İTÜ Mimarlık Fakültesi, Mimarlık Tarihi ve Restorasyon Enstitüsü üyesiydi. Melaşvili, "Gürcüstan" adlı kitabını 1968'de yayınladı. Sansasyonlar yaratan kitap toplatıldı, çeşitli baskılara uğradı, yargılandı ve sonra aklandı. Kendi imkânları ile Gürcüce'sini geliştirerek, çeviriler yayınlar yaparak Gürcü kültürünü, tarihini, dilini, Türkiye'de yaşayan Gürcülere öğretmek, aktarmak için durmadan çalıştı, didindi. Türkiye Gürcüleri'nin umudu, önderi oldu. (...)

Melaşvili, şimdi Hayriye köyü tepelerin den, İnegöl ovasına doğru bakan, küçük güzel, sanatsal anıt mezarında, ebedi isti rahatgâhında! Ve mezar taşında Türkçe ve Gürcüce olarak "Ben halkım için yaşadım ölmemek için değil!" yazıyor.

Mustafa Yakut (BİRGÜN Gazetesi - 28 Temmuz 2005)

ქართველების ჭავჭავაძე

1980 წლის 5 ივლისს ბურსაში ფაშისტური დანაშაული იქნა ჩადენილი. მელაშვილი მოკლეს. ბურსაში რომ ჩავედი მისი შვილი და ჩემი მეგობარი იბერია ბურსის სამედიცინო ფაკულტეტის საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში იწვა. 1907 წელს საქართველოში მკვლელობა იქნა ჩადენილი. ცარისტული რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ მოკლა ქართველი ხალხის ლიდერი ილია ჭავჭავაძე. და ეს ყველაფერი რა კავშირშია ერთმანეთთან? უპირველეს ყოვლისა, ორივე შემთხვევაში ვერ მოხდა დანაშაულის ჩამდენთა ვინაობის დადგენა. თურქოლოგი ლია ჩლაიძე მას სიცოცხლეში ეუბნებოდა, შენ თურქეთის ქართველების ჭავჭავაძე ხარო. ახლა კი ამბობს, რომ სამწუხაროდ სიკვდილიც მისნაირი ერგო.

მელაშვილი დაიბადა ბალიქესირში 1922 წელს. მისი წინაპრები 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ართვინის მხრიდან გადასახლებულან. საშუალო განათლება ბანდირმასა და ბალიქესირში მიიღო. 1943 წელს იზმირის ინონუს სახ. ლიცეუმი დაამთავრა. 1962 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი. 1955 წელს დაქორწინდა ს. ჰაირიეში მცხოვრებ იუქსელ ერგუნზე. მან ამ სოფელში ტურიზმის საზოგადოება დააფუძნა. 1963 წელს უხელმძღვანელა კოოპერატივის ჩამოყალიბებას. 1975 და 1977 წლებში მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში არქიტექტორად მუშაობდა. მელაშვილმა 1968 წელს დაწერა წიგნი “გურჯისტანი” (“საქართველო”). წიგნმა სენსაცია გამოიწვია. წიგნის გავრცელება აიკრძალა და საქმე სასამართლოსაც კი გადაეცა, მაგრამ გამართლდა. მელაშვილი საკუთარი ხარჯებით აწარმოებდა ნაწარმოებების თარგმანების ბეჭვდას, რათა თურქეთის ქართველებს უკეთ გაეცნოთ ქართული კულტურა, ისტორია და ენა. იგი მუდამდღე შრომობდა და თურქეთის ქართველთა იმედად იქცა.

ახლა მელაშვილი ს. ჰაირიეში განისვენებს და მაღლიდან გადმოყურებს ინეგოლის ველს. მის მცირე, მაგრამ ლამაზ საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულად და ქართულად:”მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის.”

მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი) - გაზეთი “ბირგუნი” 28 ივლისი 2005